ევროპის ტესტირების კვირეული
#ჩაიტარე ტესტირება! #გაიგე დიაგნოზი! #იმკურნალე
19-26 მაისს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება. საერთოდ ევროპის ტესტირების კვირეული წელიწადში 2-ჯერ აღინიშნება: გაზაფხულზე (მაისი) და შემოდგომაზე (ნოემბერი).
ეს ინიციატივა 2013 წლიდან დაიწყო და ყოველწლიურად ამ კამპანიაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ათასამდე სხვადასხვა ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას. ევროპული ტესტირების კვირეულს ტრადიციულად საქართველოც უერთდება (2015 წლიდან).
ტესტირების კვირეულის ფარგლებში მთელს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, პოლიტიკის მესვეურები ერთიანდებიან რათა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, გაიზარდოს ხელმისაწვდომობა გამოკვლევებზე, რომ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს ტესტირება ამ ინფექციებზე და შეიტყოს საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ამ დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას.
მისამართი: ლუბლიანას ქუჩა N70
გამოცდილება
ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები
გამოცდილება
ხარისხიანი
დადებითი
24 საათი