ლაბორატორია
კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელთაც გავლილი აქვთ სტაჟირება/ტრეინინგები აშშ-ისა და ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო აპარატურით: გამდინარე ციტოფლუორომეტრი, FACSCalibur, Becton, Dickinson, USA; იმუნოჰემილუმინესცენტური ანალიზატორი, Elecsys 2010, Roche, Swithzerland; იმუნოლოგიური ანალიზატორი ELISPOT READER SYSTEM, Germany და სხვ.
ლაბორატორიაში დანერგილია იმუნოფენოტიპირება და სხვა უახლესი იმუნოლოგიური კვლევის მეთოდები, აივ/შიდსის და სხვა იმუნოდეფიციტების, ინფექციური, აუტოიმუნური, ონკოლოგიური, ენდოკრინული და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკისათვის.
კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორია ერთადერთია ქვეყანაში, რომელშიც დანერგილია T-Spot-TB (ELISPOT)-ის მეთოდით ლატენტური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა.
კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორია ასრულებს წამყვან როლს ასრულებს აივ/შიდსით ავადმყოფების დაავადების სტადიის განსაზღვრისა და მკურნალობის მონიტორინგის პროცესში. იგი აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში. ლაბორატორიას მიღებული აქვს ISO, BIO-DEV,BD-CEQUAL-ის სერთიფიკატები.
გამოცდილება
ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები
გამოცდილება
ხარისხიანი
დადებითი
24 საათი