თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
AIDS Center LOGO
სს თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი
თბილისი, ლუბლიანას ქ. N70

 

აივ/შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორია

 

აივ/შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორია საქართველოში ფუნქციონირებს 1984 წლიდან. ლაბორატორიაში პირველად საქართველოში შესრულდა სისხლში აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით. ამავე ლაბორატორიაში პირველად ქვეყანაში დაინერგა აივ/შიდსის კონფირმაციული სადიაგნოსტიკო მეთოდი - Western Blot (იმუნობლოტინგი).

აივ/შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიაში აივ/შიდსის პირველი დადასტურებული დიაგნოზი დაისვა 1989 წელს. მას შემდეგ, ლაბორატორიიის მიერ გამოვლენილია 4000-ზე მეტი აივ/შიდსით ავადმყოფი.

აივ/შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის თაოსნობით და მისი უშუალო მონაწილეობით 1994 წლიდან საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში შეიქმნა 70-მდე ლაბორატორია.

აივ/შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორია მუდმივად მონაწილეობს აივ/შიდსის პრევენციისა და უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში.

აივ/შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით. გამოკვლევები სრულდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით.

ლაბორატორიას მიღებული აქვს NRL EQAS, IQNet ISO 9001; 2008 სერთიფიკატები და ყოველწლიურად გადის ხარისხის გარე კონტროლს.

ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მანანა ღვაბერიძეს გავლილი აქვს სტაჟირება (ტრენინგი) აივ/შიდსის დიაგნოსტიკის საკითხებზე ემორის უნივერსიტეტში, ქ. ატლანტაში, აშშ. მას და ლაბორატორიის თანამშრომლებს - იზოლეტა ბოდოკიას, ნინული ავალიშვილს და მაია შველიძეს დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოში აივ ინფექციის დიაგნოსტიკის დარგის განვითარებაში.