პროფილაქტიკა
აივ ინფექციის დედიდან შვილზე ვერტიკალური გადაცემა თანდაყოლილი აივ ინფექციის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოების მიერ რეკომენდებულია აივ-ის დედიდან შვილზე გადაცემის პრევენციის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს:
აივ ინფექციის პირველად პროფილაქტიკას მშობლებში;
აივ პოზიტიურ ქალებში არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას;
აივ-ის გადაცემის პრევენციას ნაყოფსა და ახალშობილზე ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
აივ პოზიტიური ქალიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია ითვალისწინებს:
დედის და ახალშობილის პროფილაქტიკურ მკურნალობას ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით;
ოპტიმალურ სამეანო ღონისძიებებს (საკეისრო კვეთა);
ნაყოფის უსაფრთხო კვებას (ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილი იქნება ადეკვატური ხელოვნური კვება).
გამოცდილება
ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები
გამოცდილება
ხარისხიანი
დადებითი
24 საათი